1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
Tuesday, 11 December 2018

მშობელთა საყურადღებოდ

გთხოვთ, სასწრაფოდ არაუგვიანეს 15 ივლისისა სკოლის დირექციას მოაწოდოთ თქვენი პირადობების აუცილებლად დედისა და მამის(ან მეურვის) პირდადობების ქსეროასლები და ელექტრონული ფოსტის მისამართები 2015-16 სასწავლო წლიდან სკოლაში ელექტრონული ჟურნალის გამართულად ფუნქციონირების მიზნით.

    დირექცია


                            გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 სკოლა იწვევს მოსწავლეებს პირველ კლასში, ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში იფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ საღამოს 7 საათამდე.


მშბელთა საყურადღებოდ

 

სკოლის დირექცია გეგმავს მოსწავლეთა რეესტრის ელექტრონული

ჟურნალის დამზადებას, რომლის საშუალებით ყოველდღიურად

უშუალოდ შეგეძლებათ თქვენი შვილის შესახებ სრული ინფორმაციის

მიღება. პირობების გასაგებად 15 ივლისამდე დაუკავშირდით სკოლის

დირექციას.


განსაკუთრებულ ბავშვებს – განსაკუთრებული ყურადღება

ფსიქოლოგის რეკომენდაციები განსაკუთრებული ბავშვების მშობლებს

 • მიეცით ბავშვს შესაძლებლობა იგრძნოს თავისი კარგი თვისებები – რომ ის არის კეთილი, სამართლიანი, გამბედავი…. . .

• მიეცით ბავშვს შესაძლებლობა იგრძნოს თავისი წარმატებულობა, თუნდაც საქმიანობის მცდელობის გამო.

•ბავშვის დადებითი თვისებები უნდა შეაფასოს მისთვის მნიშვნელოვანმა პირმა – უფროსმა ან თანატოლმა.

• შეფასებისას იმოქმედეთ ე. წ. სენდვიჩის პოლიტიკით: ჯერ  აღნიშნეთ კარგი, შემდეგ გამოხატეთ სინანული ნაკლზე, რომელიც შენიშნეთ,  და ბოლოს გამოხატეთ იმედი, რომ თუ  ეს ნაკლი გამოსწორდება, ყველაფერი რიგზე იქნება.

• ბავშვთან საუბრისას ხაზი გაუსვით იმას, რისი გაკეთებაც ბავშვს შეუძლია და არა იმას, რაც მას არ შეუძლია.

• ბავშვს დავალება   /საქმიანობა/  შეურჩიეთ მისი  შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

• საქმიანობისას ბავშვს  მიეცით  შესაძლებლობა  ჰქონდეს   თქვენი   თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი.

• საქმიანობისას დაეხმარეთ ბავშვს, მაგრამ ისე, რომ ის მუდმივად ბავშვა




10 მცნება მშობელთათვის-ანტუან ეგზიუპერი

1- ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

2- ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.

3- თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.

4- მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.

5- არ დაამციროთ!

6- ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.

7- თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაგიღიათ.

8- შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.

9- უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.

10- გიყვარდეთ საკუთარი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი- უნიჭო, უიღბლო, ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.


მოსწავლეებისათვის

მასწავლებლებისათვის

მშობელთათვის

ამინდი

სასარგებლო ბმულები

  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner