1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
Tuesday, 11 December 2018

განცხადება

 სკოლაში გრძელდება მოსწავლეთა მიღება I-XII კლასების ჩათვლით, კლასები დაკომპლექტდება 10–15 მოსწავლით ყოველდღიურად ქართულ ენასთან და მათემატიკასთან ერთად გაძლიერებულად შეისწავლება ინგლისური ენა და ინფორმაციული ტექნიკის საფუძვლები. 

1 სექტემბრიდან სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად მოსწავლეები შეისწავლიან მართმადიდებლური რელიგიის საკითხებს, მუსიკის გაკვეთილებს დაემატება საეკლესიო გალობების შესწავლა, ხოლო დაწყებით კლასებში გოგონები შეისწავლიან ხელგარჯილობას(ქსოვა, ქარგვა,გობელენი), ვაჟები ქართულ-ხალხურ სპორტის სახეობა ხრიდოლს.

1 სექტემბრიდან სკოლაში ფუნქციონირებას განაახლებს ქართული ფოლკლორისა(ცეკვა, ხალხური საკრავები) და სხვადასხვა სპორტული თამაშების(ჭადრაკი, ფრენბურთი, კიკბოქსინგი და სხვა) წრეები.

 სკოლაში იმუშავებს გახანგრძლივებული ჯგუფები საღამოს 7 საათამდე.

 სკოლაში მაღალკლასელთათვის დაინტერესების შემთხვევაში გათვალისწინებულია გარკვეული პროფესიული სწავლება(ბუღალტერ-მოანგარიშე კოდი 020151;ოფისის მენეჯერი, მდივან-რეფერენტი კოდი  020356).

 სკოლაში ფუნქციონირებას განაახლებს მოსწავლეთა ტურისტული კლუბი ''კოლხი'' 

სხვა სკოლებიდან გადმომსვლელმა მოსწავლეებმა სკოლის დირექციაში უნდა დაწეროთ განცხადება.


განცხადება: 

სკოლის პედსაბჭოს სხდომა გაიმართება 5 ივლისს , 10 საათზე.


მოსწავლთეთათვის: 


აღდგომის კვირეულში მივდივართ წყალწითელას მოხუცთა პანსიონში, დაწყებითი კლასების მოსწავლეები ამზადებენ სპეციალურ პროგრამას და საჩუქრებს. 

გთხოვთ შეუერთდეთ  აქციას.

მცირედიც შეიწირების.


პოეზიის დღე სკოლაში:

XI-XII კლასელების ინიციატივით და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავებელ ლანა კილაძის მხარდაჭერით ჩატარდა პოეზიის საღამო ,,ვკითხულობთ გალაქტიონს.”


მოსწავლეებისათვის

მასწავლებლებისათვის

მშობელთათვის

ამინდი

სასარგებლო ბმულები

  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner