1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
Tuesday, 11 December 2018

 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ცნება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის, პედაგოგიური და პრაქტიკული უნარების და ვალდებულებების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლი.

მუხლი 2. სტანდარტის რეგულირების სფერო

სტანდარტი გამოიყენება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისათვის და ასევე შესაბამისი პროფესიული ლიტერატურის, მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევის, მათი მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისათვის. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი სტანდარტს იყენებს თვითშეფასების, საკუთარი ცოდნისა და პრაქტიკის დასახვეწად.

მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა

სტანდარტის სტრუქტურა:

ა) პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები, სწავლის თეორიებისა და სასწავლო გარემოს ნაწილი ასახავს პროფესიასთან დაკავშირებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, განათლებისა და ანდრაგოგიკის ძირითად თეორიებს, ასევე სასწავლო გარემოს ორგანიზების იმ პრინციპებს, რომელთა ცოდნა სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის, აგრეთვე ეფექტური და ყველა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისათვის არის აუცილებელი;

ბ) სწავლებისა და შეფასების ნაწილი ასახავს ზოგადად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის საქმიანობისათვის აუცილებელ მეთოდებსა და სტრატეგიებს, ასევე პროფესიული განათლების იმ სპეციფიკას, რომელიც აუცილებელია ეფექტური სწავლისა და სწავლებისათვის;

გ) პროფესიული გარემოს ნაწილი ასახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიულ ვალდებულებებს, კოლეგებთან და სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობას, საკუთარი პრაქტიკის დახვეწასა და საკუთარი საქმიანობის კანონმდებლობის მიხედვით წარმართვას.

თავი II

პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები,

სწავლის თეორიები და სასწავლო გარემო

მუხლი 4. პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები

მასწავლებელი ფლობს შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიის დაუფლებაში.

მუხლი 5. სწავლის თეორიები

მასწავლებელმა იცის პედაგოგიკის ძირითადი პრინციპები, იცნობს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლაზე და იცის, როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა მოზარდებისა და ზრდასრულების სწავლისა და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული სტუდენტის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე და იცის, როგორ დაეხმაროს სტუდენტებს ცოდნისა და უნარების გამომუშავებაში;

ბ) მასწავლებელი აცნობიერებს სტუდენტის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებსა და მათგავლენას სწავლებასა და სწავლაზე;

გ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიული ცოდნის აგებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

მუხლი 6. სასწავლო გარემო

მასწავლებელმა იცის როგორ შექმნას უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ორგანიზებული სასწავლოგარემო. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელმა იცის, როგორ ჩამოაყალიბოს შრომისა და სწავლისათვის უსაფრთხოების პირობები და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;

ბ) მასწავლებელმა იცის, როგორ ჩამოაყალიბოს სტუდენტებს შორის პოზიტიური ურთიერთობები, მოაგვაროს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით და ხელი შეუწყოს სტუდენტებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;

გ) მასწავლებელმა იცის, როგორ მოაწყოს სასწავლო-საწარმოო გარემოეფექტური სწავლებისათვის;

დ) მასწავლებელი აცნობიერებს ჯგუფის მართვის სტილის გავლენას სტუდენტის განწყობაზე, ქცევასა და სწავლის შედეგებზე და იცის, როგორ მართოს სტუდენტების ქცევა წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს აზრის გაბედულად გამოხატვას;

ე) მასწავლებელი იცნობს ინკლუზიური განათლების პრინციპებს დაიყენებს მას საკუთარი საქმიანობის და გეგმვასა და განხორციელებაში;

ვ) მასწავლებელმა იცის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;

ზ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს სტუდენტებს ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში; თ) მასწავლებელმა იცის, როგორ იმოქმედოს განსაკუთრებული შემთხვევის დროს ან აღმოუჩინოს სტუდენტს ან კოლეგას პირველადი სამედიცინო დახმარება.

მუხლი 7. მოტივაცია და კომუნიკაცია

მასწავლებელმა იცის მოტივაციის ამაღლებისა და ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდი და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელმა:

ა) იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების მეთოდები, აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციასა და ასაკობრივ კატეგორიაში და ეფექტურად იყენებს მათ საკუთარ საქმიანობაში;

ბ) იცის ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები და იყენებს მათ კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად კოლეგებთან, მშობლებსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის.

თავი III სწავლება და შეფასება

მუხლი 8. სასწავლო პროცესი

მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის და გეგმვა და წარმართვა პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებების გათვალისწინებითა და პროფესიული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი აცნობიერებს და აფასებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც ორგანიზაციის სპეციფიკას;

ბ) მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების, სტუდენტთა ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებების, დროისა და სასწავლო რესურსების ათვალისწინებით;

გ) მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალური გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმის შექმნა თითოეული სტუდენტის მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით და ამგეგმის მიხედვით სწავლება და შეფასება;

დ) მასწავლებლმა იცის, როგორ დაამყაროს საგანთა შორის კავშირი შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების და სასწავლო პროგრამების გათვალსიწინებით;

ე) მასწავლებელმა იცის, როგორ შეაფასოს მის მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცესის ეფექტურობა თვითშეფასებისა და სტუდენტთაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;

ვ) მასწავლებელმა იცის, როგორ შეიძლება შეარჩიოს სასწავლო პროცესისთვის საჭირო პროფესიული ლიტერატურა და დაეხმაროს სტუდენტებს ლიტერატურის მიმართ ადეკვატური და კრიტიკული და მოკიდებულების ჩამოყალიბებაში;

ზ) მასწავლებელი იცნობს და უზრუნველყოფს სტუდენტთა ინფორმირებას შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებული უახლესი ტექნოლოგიების შესახებ.

მუხლი 9. შეფასების მეთოდები

მასწავლებელს შეუძლია სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისათვის, აცნობიერებს ურთიერთკავშირს სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელმა იცის და საკუთარ საქმიანობაში იყენებს შეფასების სხვადასხვა ფორმას სასწავლო-სამეწარმეო კონტექსტის თავისებურებების გათვალისწინებით;

ბ) მასწავლებელი აცნობიერებს შეფასების ძირითად პრინციპებს და იცავს მათ საკუთარ საქმიანობაში;

გ) იყენებს შეფასების შედეგებიდან მიღებულ მონაცემებს სტუდენტთა აკადემიური საჭიროებების განსაზღვრისა და სწავლების გაუმჯობესების მიზნით;

დ) იცის, როგორ ჩართოს სტუდენტები შეფასების პროცესში, რათა ისინი აცნობიერებდნენ და ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას თავიანთ შეფასებასა და პროფესიულ განვითარებაზე.

მუხლი 10. სწავლების სტრატეგია და მეთოდები:

მასწავლებელს შეუძლია სწავლების სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიის გამოყენება თითოეული სტუდენტის ეფექტურის წავლისა და წინსვლისათვის. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი ავლენს შედეგზე ორიენტირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდის ცოდნას და შეუძლია მათი გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად;

ბ) მასწავლებელმა იცის, როგორ შეარჩიოს ეფექტური სწავლების მეთოდები და ტექნოლოგიური საშუალებები შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად.

 

თავი IV პროფესიული გარემო

მუხლი 11. კოლეგებთან ურთიერთობა

მასწავლებელმა იცის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობის ფორმები. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან სტუდენტთა სწავლის გასაუმჯობესებლად;

ბ) მასწავლებელი თანამშრომლობს შესაბამისი საქმიანობ(ებ)ის სფეროში მონაწილე სოციალურ და პროფესიულ პარტნიორებთან, სტუდენტთა ცოდნისა და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად;

გ) მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით;

დ) მასწავლებელი ხელსუწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.

მუხლი 12. თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

მასწავლებელმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი გამოცდილება, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელმა იცის როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობა თვითშეფასებისა და სტუდენტთაგან მიღებული შეფასების საფუძველზე;

ბ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად;

გ) მასწავლებელს შეუძლია გააანალიზოს პროფესიული ლიტერატურა და გამოიყენოს ის საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

მუხლი 13. სამართლებრივი აქტების ცოდნა

მასწავლებელი იცნობს პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ბაზას. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი იცნობს და ხელმძღვანელობს პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის შესახებ არსებული სამართლებრივია ქტებით;

ბ) მასწავლებელი იცნობს და იცავს ეთიკის ნორმებს სტუდენტებთან, კოლეგებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს;

გ) მასწავლებელი აცნობიერებს სამართლებრივ და ეთიკურ მოთხოვნებს სასწავლო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით;

დ) მასწავლებელს შეუძლია სახელმწიფო ენაზე სასწავლო პროცესის წარმართვა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ლიტერატურის გაგება.

მოსწავლეებისათვის

მასწავლებლებისათვის

მშობელთათვის

ამინდი

სასარგებლო ბმულები

  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner