1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
Tuesday, 11 December 2018

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

სკოლის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების და ასევე შიდა აქტების საფუძველზე. შინაგანაწესის მიზანია სკოლაში სათანადო ატმოსფეროს დანერგვა, სწავლისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ეთიკური ნორმების დაცვა:

ზოგადი დებულებანი:

  1. სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, სასწავლო წლის დაწყება, დამთავრება, არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  2. მოსწავლეთა მომდევნო ან სხვა კლასში გადაყვანის, ასევე კლასში დატოვებისა და სკოლიდან გარიცხვის წესებს ადგენს სკოლის ადმინისტრაცია
  3. უფროს კლასებში, მოსწავლეთა ადგილების ვაკანსიების შემთხვევაში, მსურველთა ჩარიცხვა ხორციელდება გასაუბრებისა და ცალკეულ საგნებში ტესტირების შედეგების მიხედვით.
  4. სკოლის ადმინისტრაცია განსაზღვრავს გაკვეთილებზე მოსწავლეთა იმ მაქსიმალურ რაოდენობას, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას;
  5. აკადემიური მოსწრების შეფასება ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების პრიციპების დაცვით.

მოსწავლეთა შეფასება:

  1. სკოლაში მოქმედებს მოსწავლეთა ათქულიანი შეფასების სისტემა;
  2. I-IV კლასის მოსწავლეები ნიშნით არ ფასდებიან. კლასის კურატორი წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეს უწერს მოკლე შემაჯამებელ კომენტარს ტექსტის სახით, სადაც აღწერს მოსწავლის წარმატებებს და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისთვის.
  3. V-XII კლასების მოსწავლეები ფასდებიან ათქულიანი სისტემით; შეფასება არის 3 კომპონენტიანი (საშინაო დავალება, საკლასო სამუშაო, ტესტირება) და ოთხდონიანი: მაღალი – 8, 9, 10; საშუალო – 6, 7; საშუალოზე დაბალი – 5, 4; სუსტი – 3, 2, 1;
  4. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გავლისას, მოსწავლის მიერ სასაწავლო სამუშაოები ფასდება პედაგოგის მიერ იმავე დღეს და იწერება ნიშანი.
  5. იკრძალება შეფასება (ნიშნის დაწერა) ყოფაქცევაში.
  6. საბოლოო შეფასება იწერება არანაკლებ სამი მიმდინარე შეფასების საფუძველზე.
  7. დავალებული სამუშაოს შეუსრულებლობა, ან მოსწავლის სისტემატური მოუმზადებლობა გაკვეთილზე პედაგოგის მიერ შეიძლება შეფასებული ქნეს არადამაკმაყოფილებლად.

6. სკოლა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის მშობლისათვის ინფორმაციის მიწოდებას მოსწავლის საქმიანობის, აკადემიური მოსწრების შესახებ, სკოლის მიერ დადგენილი წესით(სკოლის ვებ გვერდის საშუალებით), განსაზღვრულ ვადებში, კონფიდენციალობის მექანიზმის დაცვით.

7. წარჩინებულ მოსწავლეთა აკადემიური წარმატების, სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის წახალისების ფორმებს ადგენს ადმინისტრაცია. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ხდება თითოეული საფეხურის მოსწავლეთა შეკრება, სადაც საგნობრივ კათედრებთან შედეგების შეთანხმების საფუძველზე მოსწავლეები წარდგებიან სკოლის წინაშე წარჩინების ხარისხის მიხედვით.

8. სკოლაში, ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით, მუშაობს კორექციული ჯგუფები, სადაც მოსწავლეს პედაგოგი ამეცადინებს დამატებით, კონკრეტული საგნის პედაგოგის განმავითარებელი შეფასების (შესაბამისი კომენტარების) გათვალისწინებით.

9. მოსწავლის მიერ გაცდენილი გაკვეთილების ოდენობა და შესაბამისი რეაგირება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 აგვისტოს ¹598 ბრძანების «ეროვნულ სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹841 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე», I თავის «სწავლისა და სწავლების ძირითადი პრინციპების საგანმნათლებლო პროცესის ორგანიზების» მოთხოვნების შესაბამისად: თუ საშუალო საფეხურის მოსწავლე 1 სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიმე საგანში არასაპატიო მიზეზით აცდენს საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/5-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ასე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლე აცდენს გაკვეთილებს საპატიო მიზეზით და გაცდენების რაოდენობა შეადგენს კონკრეტული საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. ეს ნორმა არ ეხება შეზღუდული შესაძლებელობების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც შესაძლოა იღებდნენ საგანმანათლებლო მომსახურებას სახლის/საავადმყოფოს პირობებში და/ან სწავლობენ სკოლის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული ფორმით. ამასთან, თუ საშუალო საფეხურის მოსწავლის მიერ 1 სასწავლო წლის განმავლობაში რომელიმე საგანში საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გაკვეთილების ჯამური რაოდენობა შეადგენს ამ საგნისათვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის საფუძველზე მოსწავლის ექსტერნატის გამოცდაზე დაშვების მიზნებისათვის, მე-12 კლასში გაცდენების პროცენტული რაოდენობა გამოიყვანება მხოლოდ 1-2 ტრიმესტრიდან. საბაზო საფეხურის მოსწავლე 1 სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიმე საგანში არასაპატიო მიზეზით აცდენს საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/5-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს სკოლაში გამოცდის ფორმით და მხოლოდ ასე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. საბაზო საფეხურის მოსწავლე აცდენს გაკვეთილებს საპატიო მიზეზით და გაცდენების რაოდენობა შეადგენს კონკრეტული საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს სკოლაში გამოცდის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიერ 1 სასწავლო წლის განმავლობაში რომელიმე საგანში საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გაკვეთილების ჯამური რაოდენობა შეადგენს ამ საგნისათვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს სკოლაში გამოცდის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. სკოლის დირექტორი ვალდებულია დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე, წერილობითი ფორმით, დროულად შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების გაცდენის ფაქტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ.

10. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წინასწარ აცნობებს დამრიგებელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის მოსალოდნელი გაცდენის თაობაზე. იმისთვის, რომ გაცდენა მიჩნეულ იქნას საპატიოდ, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს განცხადება, სადაც ის აღწერს მისი შვილის ან მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს. გაცდენის საპატიოდ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. მოსწავლის ავადმყოფობის გამო გაკვეთილების გაცდენა საპატიოდ ითვლება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ავადმყოფობის დამადასტურებელი საბუთის (ფორმა ¹100) წარმოდგენის შემთხვევაში;

11. არასაპატიო მიზეზით დაგვიანებისას გამოიყენება ისეთივე დისციპლინური ზომები, როგორიც არასაპატიო მიზეზით გაცდენის დროს;

12. გაცდენილი საათების ანაზღაურების მიზნით, სკოლა და მოსწავლე ზრუნავენ სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე, რომ შესაძლებელს გახდის დანაკლისის აღდგენა.

13. სასწავლო წლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 34 სასწავლო კვირით;

14.. სწავლის დაწყების დროა - 0900 საათი;

15. სკოლაში სწავლება სამსაფეხურიანია. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

  • ჩამოაყალიბებინოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ , საბაზო საფეხურზე ეფექტურადსწავლისთვის
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად , რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
  • მიაღწევინოს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკომუნტში აღწერილ საგანმანათლებლო იდეალებს ო ჩამოაყალიბოს წინაპირობები მოსწავლეების მომავალი არჩევანისათვის საშუალო საფეხურის ძირითადი მიზნებია:
  • შუქმნას მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილი იდეალების დახვეწის პირობები ო შეუქმნას მოსწავლეს პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები, რათა მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში) მოსწავლეთა უფლება_მოვალეობანი 17. მოსწავლე უფლებამოსილია: მოითხოვოს ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობები; სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მისთვის ხელმისაწვდომი იყოს სკოლის ყველა ღონისძიება; გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები და დაიცვას პიროვნული ღირსება

18. მოსწავლე უსაყიდლოთ სარგებლობს სკოლის სერვისით;

19. მოსწავლე უფლებამოსილია გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები და დაიცვას პიროვნული ღირსება;

20. მოსწავლე გაკვეთილებზე უნდა გამოცხადდეს დროულად, თუ მოსწავლე საკლასო ოთახში არ იმყოფება გაკვეთილის დაწყების დროს, იგი ითვლება დაგვიანებულად. მოსწავლე ვალდებულია იმყოფებოდეს სკოლაში მანამ, ვიდრე მას არ გაათავისუფლებენ გაკვეთილებიდან, ან არ ჩათვლიან მის გაცდენას საპატიოდ გარემოებების საფუძველზე;

21. მოსწავლე უნდა იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. დაემორჩილოს სკოლის დაცვის სამსახურის მითითებებს, მიუღებელია ქცევა, რომელიც ხელყოფს სხვათა ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. მოსწავლე ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები;

22. სკოლის არცერთი მოსწავლე არ სარგებლობს არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიით (იგულისხმება გაკვეთილზე დაშვება, სასწავლო პროცესის გაცდენისას სკოლის მიერ დადგენილი სანქციების გამოყენება, სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელმისაწვდომობა, სკოლაში მოსვლა-წასვლის რეჟიმი);

23. I-VI კლასის მოსწავლე გაკვეთილებზე უნდა ცხადდებოდეს სკოლის მიერ შერჩეული სამოსელით (სასკოლო ფორმით). დაუშვებელია სკოლაში გამოცხადება საგანმანათლებლო პროცესის ნორმალური წარმართვისათვის ხელის შემშლელი ყველა სახის სამოსითა და აქსესუარით. მოსწავლის ჩაცმულობა არ უნდა იყოს ვულგარული;

24. მოსწავლეს მოეთხოვება პატივისცემით მოეპყროს სკოლისა და სხვათა საკუთრებას. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებს და აღჭურვილობას;

25. სკოლისა და სხვათა საკუთრებისათვის ბრალეულად მიყენებული ზიანის გამო მოსწავლეს დაეკისრება მიყენებული ზარალის ანაზღაურება; დასკვნითი დებულებანი

26. სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას, თუ ადგილი აქვს რომელიმე მოსწავლის მხრიდან არასათანადო ქცევას ან ძალადობას;

27. მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, სკოლაში არსებული სხვა რეგულაციების თუ სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება მოსწავლეთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური ზომები:

  • მშობელთან დაკავშირება და მასთან მოთათბირება;
  • გასაუბრება ადმინისტრაციის წარმომადგენელთან;
  • საყვედურის გამოცხადება/ გაფრთხილება;
  • გამოსაცდელი ვადის დაწესება;
  • სკოლის სერვისით სარგებლობის აკრძალვა;
  • კონფისკაცია, სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების შეტანისას (იგულისხმება ჩართული მობილური ტელეფონი, ლაზერი, იარაღი და სხვა); ჩამოთვლილი კორექციული ღონისძიებების ამოწურვის შემდეგ საკითხი განიხილება სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე, მოსწავლის სკოლიდან დათხოვნას და/ან გარიცხვასთან დაკავშირებით (საქართველოს კანონის «ზოგადი განათლების შესახებ» მე-9 მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად «სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს სხვა სკოლაში»);

28. მოსწავლეზე დაკისრებული დისციპლინური სასჯელი უნდა იყოს მოსწავლის მიერ ჩადენილი დარღვევის თანაზომიერი;

29. სკოლის ადმინისტრაციის მიერ ყოველი კვირის ბოლოს წარმოებს მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისციპლინური ზომების შესახებ მონაცემების შეფასება, რაც აისახება მოსწავლის ყოველთვიურ რეიტინგში;

30. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნას იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეყრდნობა მოსწავლის ღირსების პატივისცემასა და მისი უფლებების დაცვას;

31. სკოლა უზრუნველყოფილია სათანადო პერსონალით, რომელთა დასაქმება ხორციელდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (თანამდებობრივი ინსტრუქციის მოთხოვნების მიხედვით. შრომით ხელშეკრულებაში გაწერილია მხარეთა უფლება-მოვალეობანი და, აგრეთვე ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები);

32. სკოლის ყველა თანამშრომელი მოსწავლე და მშობელი ვალდებულია გაეცნოს სკოლის შინაგანაწესს და ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას;

33. სკოლის შინაგანაწესი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოსწავლეთა უფლებებს;

34. შინაგანაწესი ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.

სკოლის შიდაგანაწესი

მოსწავლეებისათვის

მასწავლებლებისათვის

მშობელთათვის

ამინდი

სასარგებლო ბმულები

  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner